4 ბურგერის ფუნთუშა
350 გ მყარი ტოფუ
2 ჩ.კ. წითელი მისოს პასტა
80 გ საფანელი
1 კვერცხის ცილა
4 ნაჭერი ყველი (სასურველია ჩედარი)
300 გ პომიდორი
1 წითელი ხახვი
4 ცალი სალათის ფოთოლი
50 გ მჟავე კიტრი
1 კბილი ნიორი
150 გ მსუბუქი არაჟანი
½ ლიმონის წვენი
½ ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
მარილი
პილპილი
ტოფუ შევაშროთ სამზარეულოს ხელსახოცზე, დავუფინოთ რამდენიმე ფენა ხელსახოცი, დავაფაროთ იგივე რაოდენობის ხელსახოცი და დავადოთ რამე სიმძიმე, რომ გამოიყოს ზედმეტი სითხე. დავტოვოთ 10 წუთი.
მოვამზადოთ სოუსი - მჟავე კიტრი დავჭრათ პატარა კუბებად, ნიორი გავჭყლიტოთ, შევურიოთ არაჟანს, დავუმატოთ ლიმონის წვენი, მდოგვი, მარილი და პილპილი. გადავდოთ გამოყენებამდე.
თხელ რგოლებად დავჭრათ პომიდორი და ხახვი.
დავფშვნათ ტოფუ, დავუმატოთ მისოს პასტა, საფანელი და კვერცხი. კარგად ავურიოთ და გავყოთ 4 თანაბარ ნაწილად, მივცეთ კატლეტის ფორმა.
შევწვათ ცხელ, ზეთიან ტაფაზე, ორივე მხრიდან, ვიდრე არ მოიბრაწება. სულ ბოლოს დავადოთ ყველი, რომ შეთბეს და დადნეს მსუბუქად.
იმავე ტაფაზე გავაცხელოთ ფუნთუშები.
ყველაფერი მზადაა და შეგვიძლია ავაწყოთ ბურგერი: ფუნთუშის ძირზე წავუსვათ სოუსი, დავდოთ სალათის ფოთოლი, ტოფუს კატლეტი, პომიდორი და ხახვი, დავასხათ სოუსი და დავახუროთ ფუნთუშა.