ყვავილოვანი კომბოსტოს საცივი

  • 40 წუთი
  • საშუალო
  • 6

ყვავილოვანი კომბოსტოს საცივი

  • 40 წუთი
  • საშუალო
  • 6

ინგრედიენტები

400 გ ყვავილოვანი კომბოსტო
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
1 სუფრის კოვზი მჭადის ფქვილი
½ ჩაის კოვზი სვანური მარილი
¼ ჩაის კოვზი კურკუმა
მწიკვი ხმელი წითელი წიწაკა

დრესინგი

200 გ პეკანი (ნიგოზი)
500 გ  წყალი
1 ჩ. კ. უცხო სუნელი
½ ჩ. კ. ყვითელი ყვავილი
½ ჩ. კ. ხმელი ქინძი  
½ ჩ. კ. კურკუმა
½ ჩ. კ. სვანური მარილი
ვარდისფერი მარილი და წიწაკა გემოვნებით
1 ცალი დარიჩინის ჩხირი
3 ცალი მიხაკი

 

მომზადების ინსტრუქცია

ყვავილოვანი კომბოსტოს გადასაბრაწად, გაახურეთ ღუმელი. ზეითუნის ზეთში შეურიეთ მჭადის ფქვილი და სუნელები და ყვავილოვან კომბოსტოს გადაუსვით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10 წუთი ან სანამ არ გადაიბრაწება.

საცივისთვის დააბლენდერეთ პეკანი (ან ნიგოზი) და წყალი. მიღებულ მასაში დაუმატეთ სუნელები და კიდევ დაატრიალეთ ბლენდერში. მიღებული მასა დადგით ცეცხლზე და დაუმატეთ დარიჩინი და მიხაკი. წამოადუღეთ და იდუღოს დაბალ ცეცხლზე 15 წუთი. დაამატეთ მარილი და წიწაკა. თუ გასქელდა, დაამატეთ წყალი. გადმოდგით ცეცხლიდან და ამოიღეთ დარიჩინი და მიხაკი.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები