პლანტას ასორტიმენტს სეზონურად ემატება ქართული წარმოების, სერტიფიცირებული ბიო-პროდუქტი, პრემიუმ ხარისხის მაყვალი. ბიო-მაყვალი განსაკუთრებული არომატითა და გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
მაყვალი შეუცვლელი ინგრედიენტია საზაფხულო დესერტების, სმუზებისა და სოუსებისთვის.
მაყვალი C ვიტამინით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კენკრაა. მხოლოდ 100 გრ. ნედლი მაყვალი C ვიტამინის დღიური ნორმის 35%-ს შეიცავს!
მაყვალი ასევე უხვად შეიცავს K ვიტამინს და მაგნიუმს. ის მნიშვნელოვანი პროდუქტია ტვინის ჯანმრთელი ფუნქციონირების, ასევე პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.