2 ჭიქა ფქვილი
¼ ჭიქა შაქარი
½ ჩ.კ. სოდა
1 ჩ.კ. საცხობი პუდრი
¼ ჩ.კ. მსხვილი მარილი
110 გ ცივი კარაქი
½ ჭიქა თხევადი/დასალევი მაწონი
150 გ მაყვალი
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
მოზრდილ ჯამში აურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი, დაუმატეთ დაჭრილი ცივი კარაქი და ძალიან სწრაფად დაამუშავეთ ხელით, მნიშვნელოვანია კარაქი არ გათბეს. დაასხით მაწონი, ჩაყარეთ მაყვალი და სწრაფად შეკარით ცომი, მოზელის გარეშე. ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. გააკეთეთ 2 გუნდა, სიმაღლე 2 სანტიმეტრი. თითოეული გუნდა დაჭერით 8 თანაბარ სამკუთხედად. მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, ფუნჯით გადაუსვით რძე და გამოაცხვეთ 25 წუთი ან ვიდრე არ შეწითლდება.
მიირთვით თბილი, კარაქით და ჯემით.