კენკრის კრამბლი

  • 50 წუთი
  • მარტივი
  • 4

კენკრის კრამბლი

  • 50 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

200გ ჟოლო

200გ მაყვალი

200გ მოცვი

1 ს.კ. ყავისფერი შაქარი

120გ კარაქი

100გ ყავისფერი შაქარი

140გ ფქვილი

70გ წვრილი შვრია

მწიკვი მარილი

½ ჩ.კ. დარიჩინი

მომზადების ინსტრუქცია

შაქარი, ფქვილი, შვრია, მარილი და დარიჩინი მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი (ვეგანური/სამარხვო ვერსიისთვის მარგარინი) და ხელით გააფხვიერეთ, უნდა მიიღოთ ფქვილისებრი მასა. კენკრა მოათავსეთ კერამიკულ ან შუშის საცხობ ყალიბში, მოაყარეთ 1 კოვზი ყავისფერი შაქარი. თანაბრად გადაანაწილეთ მომზადებული ცომი და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 30-40 წუთი ან ვიდრე ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება. მიირთვით თბილი, ვანილის ნაყინით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები