მაყვლის ტარტი

  • 40 წუთი
  • საშუალო
  • 6

მაყვლის ტარტი

  • 40 წუთი
  • საშუალო
  • 6

ინგრედიენტები

ცომისთვის:

კარაქი -75 გრ.

ფქვილი - 130 გრ.

შაქარი - 100 გრ.

კვერცხი -1 ცალი.

 

კრემისთვის:

რძე - 200 მლ.

სახამებელი - 50 გრ.

ფქვილი ხორბლის - 80 გრ.

კვერცხის გული - 2 ცალი

შაქარი - 120 გრ.

მაყვალი - 100 გრ.


 

მომზადების ინსტრუქცია

პირველ რიგში მოვამზადოთ ფხვიერი ცომი. ამისათვის გაყინული კარაქი ჩახეხეთ ფქვილში და ეცადეთ თითების დახმარებით მასა კარგად გააფხვიეროთ ისე, რომ ფქვილისგან და კარაქისგან ისევ მშრალი მასა მიიღოთ. დაამატეთ შაქარი, ამოურიეთ და ბოლოს დაამატეთ ერთი კვერცხი. დაიწყეთ მასის მოზელვა. როდესაც ერთგვაროვან მასას მიიღებთ გააბრტყელეთ და მოათავსეთ პატარა ტარტის ან ტარტალეტკის ფორმაში. ფორმებში მოთავსებული ცომი გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში 170 გრადუსზე.

მოამზადეთ კრემი - კვერცხის გულისგან და 120 გრ. შაქრისგან მოამზადეთ გოგლი მოგლი, დაასხით რძე, დაამატეთ 50 გრ. სიმინდის სახამებელი, 80 გრ. ხორბლის ფქვილი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ გამუდმებით და ბოლოს, როდესაც წამოდუღდება და მასაც შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან. კარგად გააგრილეთ. ცალკე ათქვეფილი 100 გრ კარაქი და დაუმატეთ.

როდესაც ბისკვიტი გაგრილდება მოათავსეთ კრემი ბისკვიტზე და დაამატეთ მაყვალი.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები