მაყვლის ჩიზქეიქი

  • 45 წუთი
  • მარტივი
  • 12

მაყვლის ჩიზქეიქი

  • 45 წუთი
  • მარტივი
  • 12

ინგრედიენტები

ძირი
•    100გ ნუში
•    75გ შვრია
•    100გ ფინიკი (ჩალბობილი)

კრემი
•    150გ ქეშიუ (ჩალბობილი)
•    150გ ქოქოსის რძე
•    60გ აგავე ან ნეკერჩხლის სიროფი
•    1 ს.კ. ლიმონის წვენი
•    50გ ქოქოსის ზეთი
•    100გ მაყვალი

მომზადების ინსტრუქცია

ძირისთვის კომბაინში დაატრიალეთ ნუში და შვრია, რომ მიიღოდ მსხვილად დაფქული ფქვილი. ფინიკს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 15 წუთი. გაწურული, დარბილებული ფინიკი დაუმატეთ ნუში-შვრიის მასას და დაატრიალეთ, სანამ არ მიიღებთ წებოვან ცომს. ცომი ჩადეთ სილიკონის ფორმაში (შეგიძლიათ მოამზადოთ ერთი მთლიანი ან რამდენიმე პატარა).

კრემისთვის ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ (მაყვლის და ქოქოსის ზეთის გარდა), ერთგვაროვანი მასის მიიღებამდე. ნელა შეურიეთ ქოქოსის ზეთი. ამ ეტაპზე შეგიძლიათ მაყვალი შეურიოთ მთლიან მასას და ჩიზქეიქი ერთი ფერის კრემით მოამზადოთ, ან გაყოთ, და მაყვალი მხოლოდ ნაწილს შეურიოთ. მიღებული კრემი დაასხით ძირს და გაყინეთ მინიმუმ 4 საათი. 

სერვირებისთვის ჩიზქეიქი გამოიღეთ საყინულედან, ამოიღეთ ფორმიდან და 5-10 წუთის შემდეგ დაჭერით. შეგიძლიათ მიირთვათ ნაყინის სტრუქტურის (უდნავ შემლღვალი) ან გადმოიტანოთ მაცივარში ერთი საათით და მიირთვათ რბილი, კრემისებრი კონსისტენციის. მორთეთ მაყვლებით.

მზა ჩიზქეიეი საყინულეში შეგიძლიათ მთელი თვე შეინახოთ, მაცივარში კი ერთ დღეზე მეტს ნუ გააჩერებთ.
 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები