2 საშუალო ზომის მსხალი
1 პატარა ყაბაყი (შეიძლება მის გარეშეც)
100 გ ქინოა + 200 გ წყალი მოსახარშად
50 გ ნიგოზი
1 ტოტი როზმარინი
1 ჭიქა მწვანე ფოთლები (რუკოლა, ისპანახი, ქინძი)
საკმაზი:
100 გ ქეშიუს კრემ-ყველი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქოქოსის კრემით ან ტაჰინით)
1 სუფრის კოვზი ქარის ფხვნილი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სვანური მარილით ან სხვა საკმაზით)
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
½ ჩაის კოვზი ჰიმალაის მარილი
გარეცხეთ მსხალი და ყაბაყი, დაჭერით (მსხალი კანიანად) გრძელ ნაჭრებად.
ჯამში აურიეთ საკმაზის ინგრედიენტები და მზა საკმაზში ამოავლეთ დაჭრილი მსხალი, ყაბაყი და ნიგოზი.
საცხობ ჭურჭელში ჩაყარეთ ქინოა, დაასხით წყალი, ჩააწყვეთ საკმაზში ამოვლებული ინგრედიენტები და ზემოდან დაადეთ როზმარინის ტოტი. შედგით 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით.
წვრილად დაჭერით მწვანე ფოთლები.
მიირთვით ცხელ-ცხელი მომჟაო ქეშიუს კრემ-ყველთან და მწვანე ფოთლებთან ერთად.