4 ც. ყვითელი პომიდორი
15 ც. სხვადასხვა ფერის ჩერი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ს.კ. ყურძნის ძმარი
50 გ მოცარელას ბურთები
ხმელი ბაზილიკი (ან ცოცხალი შაშკვლავი სეზონურად), მსხვილი მარილი, ახალდაფქული პილპილი გემოვნებით
პომიდორი დაჭერით თხელ ნაჭრებად, დაალაგეთ განიერ თეფშზე, ხელით დაანაწევრეთ მოცარელა, მოასხით ზეთი, ძმარი. მოაყარეთ ხმელი ბაზილიკი ან ცოცხალი შაშკვლავი, მოაყარეთ მსხვილი მარილი და ახალდაფქული შავი პილპილი.
პომიდვრის სალათის ეს ვერსია დაამშვენებს ნებისმიერ წვეულებას, ყვითელი არომატული პომიდორი კი იდეალურია კარპაჩოს მოსამზადებლად.