ნაყინი:
• 500გ მარწყვი
• 500გ ქოქოსის რძე
• 1 ს.კ. ვანილის ექსტრაქტი
• 2 ს.კ. დამატკბობელი (ერითრითოლი ან აგავე)
• 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი
ჯემი:
• 100გ მარწყვი
• 1 ს.კ. ქოქოსის შაქარი
• 1-2 ს.კ. წყალი (თუ მარწყვმა არ გამოუშვა საკმარისი სითხე)
ჯემი
ჯემის მოსამზადებლად ინგრედიენტებს წამოვადუღებთ. დარბილებული მარწყვი ჩავზილოთ და შეგრილებული მასა შევდგათ მაცივარში. უმჯობესია ჯემი წინა საღამოს მომზადდეს.
ნაყინი
ნაყინის მოსამზადებლად მარწყვი გავყინოთ (ნააყინიასე უფრო სწრაფად კეთდება). დავაბლენდეროთ ნაყინის ინგრედიენტები და გადავიტანოთ ნაყინის აპარატში. თუ ნაყინის აპარატი არ გაქვთ, დაბლენდერებული მასა ჩაასხით კონტეინერში, თავდახურული შედგით საყინულეში და 30 წუთში ერთხელ ამოურიეთ, რომ ყინულის კრისტალები არ გაიჩინოს.
მომზადებული ნაყინი აპარატიდან კონტეინერში გადმოიტანეთ და შეურიეთ ჯემი. თუ ნაყინის აპარატის გარეშე ამზადებთ, საყინულეში შედგმიდან 30 წუთის შემდეგ შეურიეთ ჯემი. ჯემის სტრუქტურა უნდა იგრძნობოდეს და ძირითად მასაში ბოლომდე ჩაკარგული არ უნდა იყოს.
გაითვალისწინეთ, ვეგანური ნაყინი უფრო მეტ ყინულს იკეთებს, ამიტომ უმჯობესია მხოლოდ 2-3 საათი გაყინოთ. თუ საყინულეში დიდხანს დატოვებთ, გამოიღეთ 10-15 წუთით ადრე და მიირთვით ოდნავ შერბილებული.