გასუფთავებული სიმინდი – 3-4 ცალი
მიწის თხილი – 250 გრ.
კარაქი – 50-70 გრ.
სოიოს სოუსი – 2 სუფრის კოვზი
ქინძი – 5-10 გრ.
მიწის თხილი დააბლენდერეთ ცოტაოდენ კარაქთან და წყალთან ერთად და მიიღებთ მიწის თხილის პასტას. სოუსის მისაღებად პასტა ცოტაოდენი სოიოს სოუსით შეაზავეთ.
გახურებულ ტაფაზე გაადნეთ კარაქი, ჩაყარეთ გასუფთავებული სიმინდის ტაროები და შებრაწეთ მაღალ ცეცხლზე. მეტი სიცხარისთვის შეგიძლიათ წიწაკის ნაჭრებიც დაუმატოთ.
შემწვარ სიმინდებს მოაყარეთ დაჭრილი ქინძის ფოთლები და მიირთვით მიწის თხილის სოუსთან ერთად.