ჭარხლის ხინკლები

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 6

ჭარხლის ხინკლები

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 6

ინგრედიენტები

ჭარხლის „ფარში“:

250 გ ჭარხალი - საშუალო ზომის ოთხკუთხედებად დაჭრილი

½ ჭიქა წვრილად დაჭრილი ქინძი

½ ჭიქა მზესუმზირა (ვალბობთ წინასწარ, 2 საათის განმავლობაში)

1 სუფრის კოვზი მისო - ფერმენტირებული სოიო, რომელიც საკვებში მარილის სანაცვლოდ შეიძლება გამოვიყენოთ, თან კერძს მისცემს პიკანტურ აზიურ გემოს და გაამდიდრებს ფერმენტებით. (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვარდისფერი მარილით, გემოვნებით)

1 ჩაის კოვზი ძმარი

2-3 ცალი კურკაგამოცლილი ფინიკი (ვალბობთ წინასწარ)

1 სუფრის კოვზი გახეხილი, ნედლი ჯინჯერი

2 სუფრის კოვზი სეზამის ზეთი

10-12 ცალი ბრინჯის ფურცელი გასახვევად (იყიდება სუპერმარკეტებში აზიურ განყოფილებაში)

მოსართავად 1 ღერო მწვანე ხახვი


 

დრესინგი

(შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სოიოს სოუსით)

¼ ჭიქა ძმარი

5-6 ცალი კურკაგამოცლილი, ფინიკი (ვალბობთ წინასწარ)

წითელი წიწაკის ფანტელი გემოვნებით

ვარდისფერი მარილი გემოვნებით


 

მომზადების ინსტრუქცია

„ფარშისთვის“ ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ კომბაინში და დაატრიალეთ, მასა ძალიან ერთგვაროვანი არ უნდა გახდეს.

ბრინჯის ფურცელი (თუ დიდია გაჭერით შუაზე, ან თუ პატარა ზომისაა დიამეტრში გამოიყენეთ მთლიანი) დაასველეთ თბილ წყალში და დადეთ მაგიდაზე. ჩადეთ 1 ჩაის კოვზი ჭარხლის „ფარში“ ბრინჯის ფურცლებში და დაიწყეთ გადახვევა. გაითვალისწინეთ, რომ ბრინჯის ფურცელი დარბილებული იქნება წყლისგან, ამიტომ ფრთხილად გადაახვიეთ და ეცადეთ, გრძელი, წვრილი მართხკუთხედი გამოგივიდეთ. შემდეგ წამოიღეთ მართკუთხედის ბოლოები და გადაკვანძეთ.

 

სერვირება

თეფშზე წაუსვით ქეშიუს ყველი ან სხვა ვეგანური არატკბილი იოგურტი (არ არის აუცილებელი). ერთ პორციაში მოათავსეთ 3 ცალი ჭარხლის „ხინკალი“. ზევიდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, გემრიელია მწვანე ფოთლებთან ერთადაც.

 

სასარგებლო თვისებები:

ჭარხალი - აქვს ანტი-სიმსივნური და ანტი-ანთებითი თვისებები, დაბლა წევს წნევას, მატებს ენერგიას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები