საზაფხულო ტოლმა

  • 4
  • 50 წუთი
  • საშუალო

საზაფხულო ტოლმა

  • 50 წუთი
  • საშუალო
  • 4

ინგრედიენტები

20 მლ ზეითუნის ზეთი

1 თავი ხახვი

4 კბილი ნიორი

1 ს/კ ტომატის პასტა

1 სტაფილო

1 წითელი ბულგარული წიწაკა

1 მწვანე ბულგარული წიწაკა

½ ცხარე წიწაკა

20 გ ცოცხალი ქინძი

20 გ ოხრახუში

20 გ რეჰანი

½ ჩ/კ ხმელი ქონდარი

100 გ მოხარშული ბრინჯი

7-8 ცალი ვარდისფერი პომიდორი

მომზადების ინსტრუქცია

ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, დავამატოთ სტაფილო და ტომატის პასტა.
ტაფაში ჩავამატოთ დაჭრილი წიწაკები, ვშუშოთ რამდენიმე წუთი.
გავაცხელოთ ღუმელი 190 გრადუსზე.
პარალელურად პომიდვრებს ამოვაცალოთ რბილობი ისე, რომ არ დაიშალოს. ამოსუფთავებული პომიდვრები ჩავალაგოთ ცეცხლგამძლე ყალიბში და მოვაყაროთ მარილი, ხოლო რბილობი დავაბლენდეროთ და ჩავასხათ ტაფაში ბოსტნეულთან.
აქვე დავამატოთ ბრინჯი და კარგად დავადუღოთ პომიდვრის წვენი, მასა უნდა შესქელდეს. შევაზავოთ მარილით, სანელებლებით და დაჭრილი მწვანილით.

ბრინჯიანი მასა გავანაწილოთ პომიდვრებში, გადავუსვათ ზეთი და გამოვაცხოთ 15-20 წუთი. სერვირებისას ვაფორმებთ ცოცხალი მწვანილებით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები