ბერძნული სალათის ტარტი
ბერძნული სალათის ტარტი
ინგრედიენტები
400 გ მზა ფენოვანი ცომი
1 კვერცხის გული
150 გ ყველი ფეტა
200 გ ბერძნული იოგურტი
1 კბილი ნიორი
1/2 ლიმონის წვენი
300 გ წითელი ჩერი პომიდორი
300 გ კოქტეილ კიტრი
½ თავი წითელი ხახვი
¼ ჭიქა შავი ზეთისხილი
2 ღერო პიტნის ფოთლები
მარილი, პილპილი, ორეგანო გემოვნებით
2-3 ს/კ არარაფინირებული ზეითუნის ზეთ
მომზადების ინსტრუქცია
გააცხელეთ ღუმელი 210 გრადუსზე.
ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ 3 მილიმეტრამდე, გადაუკეცეთ გვერდები და ჩანგლით ჩაამაგრეთ, დაჩხვლიტეთ ძირი. მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე, შემდეგ საცხობ ფირფიტაზე. ფუნჯით გადაუსვით კვერცხის გულის და 1 ს/კ წყლის ნაზავი. გამოაცხვეთ 30 წუთი ან ვიდრე არ მოიბრაწება. გააგრილეთ ცხაურაზე.
მოამზადეთ ფეტას კრემი: 100 გ ფეტა, 200 გ ბერძნული იოგურტი (ან გაწურული მაწონი), ნივრის კბილი, ¼ ლიმონის წვენი დაატრიალეთ საკვების პროცესორში, კრემისებრი მასის მიღებამდე.
ბოსტნეული დაჭერით საშუალო ზომის კუბებად. ხახვი ალყა-ალყად.
გაგრილებულ ფენოვან ცომს გადაუსვით ფეტას კრემი, მოაყარეთ დაჭრილი ბოსტნეული, ხახვი, ზეთისხილი, პიტნის ფოთლები, მარილი, პილპილი და ორეგანო, დაფშვენით დარჩენილი 50 გ ფეტა. მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაწურეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი.
მომზადების ეტაპები