ჩირბული
-
30 წუთი
-
საშუალო
-
2
ინგრედიენტები
4-5 ცალი ვარდისფერი პომიდორი
30 მლ ზეითუნის ზეთი
1 თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
1 ს/კ ტომატის პასტა
⅓ ჭიქა ნიგოზი
½ ცხარე წიწაკა
4 კვერცხი
½ ჩ/კ ზაფრანა
½ ჩ/კ ხმელი ქინძი
მარილი გემოვნებით
2-2 ტოტი ქინძი, ოხრახუში და რეჰანი
მომზადების ინსტრუქცია
ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ ხახვი, თავიდანვე დავამატოთ მარილი, რომ კარგად დარბილდეს და ჩაიშუშოს.
პომიდორი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, ნიორი დავკეპოთ წვრილად, წიწაკა დავჭრათ, ნიგოზი დავატრიალოთ საკვების პროცესორში, გავატაროთ ან დავნაყოთ, მწვანილი დავჭრათ.
მოშუშულ ხახვს დავამატოთ ტომატი, მოვურიოთ, ჩავშუშოთ და ჩავასხათ გახეხილი პომიდორი, ვტოვებთ ცეცხლზე ვიდრე არ შესქელდება, ვამატებთ ნიგოზს, დაჭრილ წიწაკას, მწვანილს, სანელებლებს, კარგად ავურევთ და ჩავახლით კვერცხს. თავდახურული ვაგრძელებთ მომზადებას, ცილა რომ შეიკრას, მაგრამ გული დარჩეს თხევადი. კვერცხს ვაყრით მსხვილ მარილს და ვანაწილებთ თეფშებზე, ვაფორმებთ ცოცხალი მწვანილებით.
მომზადების ეტაპები