ზალუკ – მაროკოული დიფი
-
40 წუთი
-
საშუალო
-
4
ინგრედიენტები
1 მოზრდილი ბადრიჯანი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
3 საშუალო ზომის ვარდისფერი პომიდორი
3 კბილი ნიორი
½ – 1 ლიმონის წვენი
2 ჩ/კ კვლიავი
1 ჩ/კ შებოლილი პაპრიკა
½ ჩ/კ დაღერღილი წიწაკა
მარილი გემოვნებით
ქინძი და ოხრახუში 3-3 ღერო
მომზადების ინსტრუქცია
ბადრიჯანი შეწვით ცეცხლზე ან გრილზე, შესაძლებელია გაზქურაზე ღია ცეცხლზე შეწვა ყველა მხრიდან, ასე ბადრიჯანი ბოლის გემოს იძენს და ერთიორად გემრიელია.
გააცხელეთ ტაფა და ზეთში მოშუშეთ წვრილად დაკეპილი ნიორი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი და სანელებლები. შუშეთ, ვიდრე სითხე არ დაშრება, დაუმატეთ ლიმონის წვენი და გაფცქვნილი, დაკეპილი, წინასწარ ცეცხლზე შემწვარი ბადრიჯანი. დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი. შუშეთ რამდენიმე წუთი.
გადმოიტანეთ თასში და მიირთვით გრილი ან ცივი, ლავაშთან ან პიტასთან ერთად.
მომზადების ეტაპები