ჩერი პომიდვრის ტარტი ტატენი
-
40 წუთი
-
საშუალო
-
8
ინგრედიენტები
300 გ მზა ფენოვანი ცომი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
მარილი, პილპილი გემოვნებით
ხმელი ორეგანო
ცოცხალი ბეგქონდარა
700 გ ჩერი პომიდორი
100 გ ყველი სტრაჩატელა
მომზადების ინსტრუქცია
ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსზე.
ღუმელთან თავსებადი ტაფა დიამეტრით 24-26 სმ გავახუროთ ცეცხლზე, დავასხათ ზეთი და დავყაროთ ჩერი პომიდორი და ბეგქონდარას ტოტები, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მოვბრაწოთ 10 წუთი ღუმელში.
გავაბრტყელოთ ცომი დაახლოებით 2 მმ-ზე და დავჩხვლიტოთ ჩანგლით.
ტაფა გამოვიღოთ ღუმლიდან და გადავაფაროთ ცომი, ჩავუკეცოთ გვერდები ჩანგლის დახმარებით. შევაბრუნოთ ღუმელში და ვაცხოთ, ვიდრე ცომი ოქროსფერი არ გახდება.
ტაფა ოდნავ გავაგრილოთ, შემდეგ დავადოთ ლანგარი და ამოვატრიალოთ, გავაფორმოთ ყველით და ორეგანოს ფოთლებით.