პასტა ფაჯოლი
პასტა ფაჯოლი
ინგრედიენტები
400 გ ლობიო (მოხარშული ან კონსერვირებული)
150 გ მაკარონი (ჩვენ გამოვიყენეთ მთელმარცვლოვანი)
100 გ ხახვი
50 გ ნიახურის ღერო
2 კბილი ნიორი
1 ს/კ ტომატის პასტა
3 ცალი ვარდისფერი პომიდორი
30 მლ ზეითუნის ზეთი
800 მლ ბოსტნეულის ნახარში ან წყალი
50 გ კეილის ფოთლები სურვილისამებრ
1 ტოტი როზმარინი
მარილი, პილპილი გემოვნებით
50 გ პარმეზანი სერვირებისთვის
მომზადების ინსტრუქცია
წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და ნიახურის ღერო მოვშუშოთ ზეთში 8-10 წუთის განმავლობაში.
დავამატოთ ტომატის პასტა, შემდეგ გახეხილი პომიდორი და მოვშუშოთ კიდევ 10 წუთი.
დავასხათ ნახარში ან წყალი და წამოვადუღოთ. შევაზავოთ მარილით და ჩავყაროთ პასტა. მოვხარშოთ თითქმის მზადყოფნამდე. დავამატოთ ლობიო, მწვანილი, სანელებლები, შევუსწოროთ მარილი, წამოვადუღოთ.
სერვირებისას გამოვიყენოთ დათლილი პარმეზანი ან სხვა მყარი სახეობის ყველი.
მომზადების ეტაპები