ბრუსკეტა სტაფილოს მწნილითა და ჯანჯაფილის მურაბით

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 2

ბრუსკეტა სტაფილოს მწნილითა და ჯანჯაფილის მურაბით

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

ბაგეტი - 2 ნაჭერი

სტაფილო - 3ც.

ხახვი - 1ც.

ლიმონი - 3ც.

ძმარი - 200 მლ.

შაქარი - 300 გრ.

მარილი - 50 გრ.

ჯანჯაფილი

დაღერღილი ცხარე წიწაკა

კრემ ყველი - 100 გრ.

ნიორი - 3 კბილი

მიკრო მწვანილი - 30 გრ.


 

მომზადების ინსტრუქცია

ძმარი, შაქარი, მარილი და წყალი წამოადუღეთ. დაჭერით სტაფილო სლაისებად და დაასხით ადუღებული სითხე - გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში.

პარალელურად, თხლად დაჭერით ჯანჯაფილი, გადაიტანეთ ტაფაზე, დაასხით წყალი და აადუღეთ, მანამ სანამ სითხე არ დაშრება. ამის შემდეგ, კიდევ დაასხით წყალი და დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი, რომ ჯანჯაფილი გახდეს კარამელიზირებული. ბოლოს დაასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ ცოტაოდენი წიწაკა გემოვნებით.

კრემყველში აურიეთ დაჭყლეტილი ნიორი.

წაუსვით ბრუსკეტა პურზე შეზავებული კრემყველი და ზედვე მოათავსეთ სტაფილოს მწნილი და კარამელიზირებული ჯანჯაფილი. სურვილისამებრ მორთეთ მიკრო მწვანილებით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები