80 გრ შაშკვლავის ფოთლები
70 გრ ნუში
50 გრ პარმეზანი
2-3 კბილი ნიორი
1 ჩ. კ მარილი
მწიკვი პილპილი
100 გრ არარაფინირებული ზეითუნის ზეთი
პირველ რიგში, გავაცალოთ ნუშს კანი – ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ ნუში და ვადუღოთ 1 წუთი. გადმოვიტანოთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი, კანი მარტივად მოშორდება.
შაშკვლავის ფოთლები (ღეროებს არ ვიყენებთ), ნიორი, გახეხილი პარმეზანი და ნუში დავაქუცმაცოთ კომბაინში. დავუმატოთ მარილი და ახალდაფქული შავი პილპილი. გადავიყვანოთ დაბალ სიჩქარეზე და წვრილი ნაკადით ჩავასხათ ზეითუნის ზეთი. ვატრიალებთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.
ინახება მაცივარში, ჰერმეტულ ჭურჭელში 1 კვირამდე.