ყვავილოვანი კომბოსტოს ნაგეტსი

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 4

ყვავილოვანი კომბოსტოს ნაგეტსი

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

1 კგ ყვავილოვანი კომბოსტო

100 ქეშიუსყველი

25 ყვითელი ოსპის ფქვილი (დაბლენდერებული ოსპი)

1 სკ სეზამის ზეთი

მწიკვი ჰიმალაის მარილი

½ ჩკ კურკუმა ან ქარის ფხვნილი (არ არის აუცილებელი)

 

ბრინჯი

100 გრამი შავი ბრინჯი

მწიკვი ჰიმალაის მარილი

 

კარამელიზირებული თხილი

10-20 პიკანი

1 . ნეკერჩხლის სიროფი

 

სალათი

მუქი მწვანე ფოთლები (სურვილისამებრ წიწმატი, ტარხუნა, რუკოლა, ისპანახი)

1 სკ ზეითუნის ზეთი

მწიკვი ჰიმალაის მარილი

ბეგქონდარა (სურვილისამებრ)

 

 


 

მომზადების ინსტრუქცია

ბრინჯი ყოველთვის წინა ღამით ჩაალბეთ. დაასხით წყალი და წამოადუღეთ, დუღილამდე მისულს, წყალი გამოუცვალეთ, კვლავ მიიყვანეთ დუღილამდე და ჩაუწიეთ ტემპერატურას, დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ. წყალი ძალიან ცოტა რომ დარჩება, დაუმატეთ მარილი, მოურიეთ, გამორთეთ და ცოტა ხანს თავდახურული გააჩერეთ.

ოსპის ფქვილის მისაღებად, უბრალოდ დააბლენდერეთ ინგრედიენტი, ვიდრე ფქვილივით არ გახდება.

ქეშიუს “ყველში” ჩაყარეთ ოსპის ფქვილი, ჰიმალაის მარილი, სეზამის ზეთი და მოურიეთ.

ყვავილოვანი კომბოსტოს თითო ტოტი ამოავლეთ ქეშიუს სოუსში.

ამოვლებული ყვავილოვანი კომბოსტო დადეთ საცხობ ქაღალდზე (ეცადეთ გამოიყენოთ მრავალჯერადი ქაღალდი, რომ შევამციროთ ნარჩენები და ჩვენი კვალი სამყაროზე).

გამოცხვეს 15-20 წთ 180 გრადუსზე ან ვიდრე არ გადაიბრაწება.

პიკანის კარამელიზებისთვის, პატარა ტაფაზე მოხალეთ 1 ჩკ ნეკერჩხლის სიროფთან ერთად.

ინდივიდუალურ პორციებად თეფშზე დადეთ მოხარშული ბრინჯი, რამდენიმე ყვავილოვანი კომბოსტოს “ნაგეტსი”, მწვანე ფოთლები, კარამელიზირებული თხილი.

 

სასარგებლო თვისებები:

ყვავილოვანი კომბოსტო საოცარი პროდუქტია – გარკვეული რაოდენობით შეიცავს თითქმის ყველა საჭირო ვიტამინს და მინერალს. ხასიათდება უჯრედისის მაღალი შემცველობით, რაც აუცილებელია საჭმლის მონელებისთვის. მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც ამცირებს ორგანიზმში ანთებით პროცესებს. ხელს უწყობს წონაში კლებას, ვინაიდან დაბალკალორიულია და, იმავდროულად, წყლისა და უჯრედისის მაღალი შემცველობა აქვს.

გემრიელად მიირთვით და გისურვებთ ჯანმრთელობას.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები