სტაფილოს ფრიტატა

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 1

სტაფილოს ფრიტატა

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 1

ინგრედიენტები

•    1 სტაფილო
•    ½ ჭიქა კომბოსტო
•    ½ ჭიქა ისპანახი
•    ½ ტკბილი წიწაკა
•    ¼ ჭიქა ფქვილი (ნებისმიერი - ხორბალი, ჭვავი, მუხუდო, ნუში) 
•    ½ ჩ.კ. სვანური მარილი
•    ½ ჭიქა წყალი

1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი - ტაფაზე მოსასმელად

დრესინგი

ფინიკის ჩატნი
•    2 ცალი ფინიკი
•    2 ს.კ. ძმარი
•    2 ს.კ. სოიოს სოუსი

მომზადების ინსტრუქცია

მოამზადეთ ბოსტნეული - სტაფილო გაახეხეთ. კომბოსტო გახეხეთ ან წვრილად დაჭერით (შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც თეთრი, ასევე, იასამნისფერი კომბოსტო, ან ორივე ერთად), ტკბილი წიწაკაც დაჭერით წვრილად. 
ჯამში აურიეთ დაჭრილი ბოსტნეული, ფქვილი და სუნელები. დაასხით წყალი და მოურიეთ. გახურებულ ტაფას მოუსვით ზეთი და ბოსტნეულის მასა შეწვით როგორც ბლინები. 
ჩატნის (სოუსის) მოსამზადებლად კურკაგამოცლილი ფინიკი დაალბეთ წყალში და დააბლენდერეთ დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად.
დაბრაწული ბლინი ჩააწეთ ფინიკის ჩატნიში და გემრიელად მიირთვით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები