ორცხობილები:
120 გ წვრილი შვრია
150 გ ფქვილი
35 გ დაფქული სელი
1 ჩ.კ. საცხობი პუდრი
1/3 ჩ.კ. სოდა
მწიკვი დაფქული კოჭა
მწიკვი მუსკატი
მწიკვი მარილი
1 ფორთოხლის ცედრა
120 გ კარაქი
1 კვერცხი
170 გ შაქარი (სასურველია ყავისფერი)
140 გ სტაფილო (2 საშუალო)
40 გ ნიგოზი
კრემი:
100 გ მასკარპონე
80 გ ნაღები 33%
50 გ შაქრის პუდრი
½ ჩ.კ. ვანილის პასტა (სურვილისამებრ)
დაადნეთ კარაქი და შეაგრილეთ. წვრილ სახეხზე გახეხეთ სტაფილო.
ყველა მშრალი ინგრედიენტი: შვრია, ფქვილი, საცხობი პუდრი, სოდა, კოჭა, მუსკატი, მარილი აურიეთ.
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაუმატეთ შეგრილებული კარაქი, ცედრა და გახეხილი სტაფილო, აურიეთ და დაამატეთ მშრალი ინგრედიენტები, ურიეთ ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. სულ ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი. ცომი შეინახეთ მაცივარში 1-2 საათით.
გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე.
ცომი გაყავით 2 თანაბარ გუნდად, თითოეული გუნდა გაყავით 10 ბურთულად და ხელით მოამრგვალეთ. ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და დაალაგეთ ბურთები, თითო ჯერზე მხოლოდ 10, დააშორეთ ერთმანეთს, რადგან ცხობისას გაიზრდებიან მოცულობაში. ხელის გულით ოდნავ დატკეპნეთ და გამოაცხვეთ 15 წუთი. გამომცხვარი ორცხობილები გადმოიტანეთ ცხაურაზე და გააგრილეთ. იგივე მოქმედება გაიმეორეთ ცომის მეორე ნაწილით.