სანამ კონკრეტულ საკვებზე გადავალთ, მოკლედ მიმოვიხილოთ ჯანსაღი კვების რამდენიმე მარტივი პრინციპი:
1. უმჯობესია თქვენი სადილი ყოველთვის შეიცავდეს ცოტაოდენ უმ ან/და მომზადებულ ბოსტნეულს, რომელიც პესტიციდების გამოყენების გარეშე არის მოყვანილი.
2. შეამცირეთ ხორცის მიღება, რადგან ეს პირდაპირ იწვევს ორგანიზმის დაბერებას და მისი ფუნქციების დროზე ადრე ცვეთას. განსაკუთრებით რისკის შემცველია მასიური წარმოების ხორცის პროდუქტები, რომლებიც ძალიან ხშირად შეიცავენ კარცენოგენულ ნივთიერებებს და ანტიბიოტიკებს(!). ასევე, არ არის სასარგებლო რძის პროდუქტების გადამეტებული მიღებაც. ზომიერება ყოველთვის საუკეთესო არჩევანია!
3. მიირთვით საკვები, რომელიც მეტ ენერგიას გაძლევთ, და არა პირიქით.
როდესაც საკვები არ შეიცავს მავნე დანამატებს, არის ორგანული და ბიოლოგიურად სუფთა, სხეულის ყველა ორგანო გრძნობს ამას და „ბედნიერია“. სიბერის პირველი შესამჩნევი სიმპტომები კანზე ჩნდება. დაბერების წინააღმდეგ ბრძოლა მანამ უნდა დავიწყოთ, სანამ უკვე გაჩენილი ნაოჭების მოსაშორებლად ძვირადღირებული კრემების და ლოსიონების გამოყენება დაგვჭირდება. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ხილი და ბოსტნეული ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ უზადო კანი და ჯანმრთელი ორგანოები.
ავოკადო. ავოკადო შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, რომელიც ატენიანებს კანს და იცავს მას გამოშრობისგან. იგი მდიდარია ნუტრიციული ნივთიერებებით და შეიცავს ომეგა 3 ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ასევე გააჩნია ე.წ. „ნუტრიციულობის ამაღლების ეფექტი“ და შეუძლია გააუმჯობესოს ორგანიზმის მიერ ვიტამინების შეწოვის ხარისხი.
ბროწეულის თესლები. ბროწეულის თესლებს (კურკებს) გააჩნია მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისება, რაც ხელს უწყობს კოლაგენის შენარჩუნებას კანში და ამცირებს დაბერების პროცესს. ბროწეული ასევე მდიდარია C ვიტამინით და ამცირებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში.
ბროკოლი. ბროკოლი მდიდარია ნუტრიციული ღირებულებით და გააჩნია კოლაგენის შენარჩუნების უნარი. იგი ხელს უწყობს ტვინის მუშაობას და ანელებს მისი დაბერების პროცესს.
მოცვი. ეს კენკრა შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომელიც ებრძვის დაბერების გამომწვევ მიზეზებს და ინარჩუნებს კოლაგენს. მოცვი ასევე ძალიან სასარგებლოა ტვინისთვის. ის მდიდარია A და C ვიტამინებითაც.
ტკბილი კარტოფილი. ცნობილია როგორც ბატატი. მდიდარია A ვიტამინით, რაც მას ნარინჯისფერს აძლევს. შეიცავს C და E ვიტამინს, რაც იცავს კანს უარყოფითი ზემოქმედებისგან.
თხილი. თხილი მდიდარია ნუტრიციული ღირებულებით, პროტენიებით, ომეგა 3 და E ვიტამინებით. სხვადასხვა თხილეული ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ეცადეთ კვირაში ერთხელ მიანც მიირთვათ თხილის მიქსი. თუ უმ თხილს წყალში დატოვებთ ღამით, დილისთვის გაღვივდება და უფრო მარტივი იქნება კუჭისთვის მისი მონელება. ის ასევე გამოიტანს კუჭის გამღიზიანებელ ნივთიერებებს. თხილეული ტვინის მუშაობასაც აუმჯობესებს.
სტაფილო. სტაფილო ძალიან მდიდარია A ვიტამინით, რასაც უამრავი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის – აღადგენს კანის ელასტიურობას, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან, აღადგენს კოლაგენს, კარგია მხედველობისთვის და ებრძვის სიმსივნის უჯრედებს.
ამ სიას შეგვიძლია დავამატოთ – შავი შოკოლადი, მწვანე ჩაი, ფორთოხალი, ლიმონი, ანანასი, საზამთრო, ზეთის ხილი, მომზადებული პომიდორი, კურკუმა, წითელი ბულგარული და ისპანახი. თუ ამ საკვებით თქვენს კვების რაციონს გაამდიდრებთ, მაშინ, უამრავ სარგებელთან ერთად, დაბერების პროცესიც შორს იქნება თქვენგან.