ჭარხლის პესტო

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 4

ჭარხლის პესტო

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

ნუში ან კედრის თესლი – 50 გრ.

ლიმონი – 1/2 ცალი (წვენი)

ჭარხალი საშუალო ზომის – 1 ცალი

ნიორი – 1-2 კბილი

ზეითუნის ზეთი – 70-100 მლ.

მარილი

პური გასაფიცხებლად

მომზადების ინსტრუქცია

ჭარხალი მოვხარშოთ დარბილებამდე.

მოხარშულ ჭარხალს გავაცალოთ კანი და გავაგრილოთ. დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად და მოვათავსოთ ბლენდერში.

დავამატოთ ზეითუნის ზეთი, ლიმნის წვენი, კედრის თესლი ან ნუში, მარილი გემოვნებით, ნიორი და კარგად დავაბლენდეროთ.

გავაფიცხოთ პური და მოვათავსოთ პესტო პურის გაფიცხებულ ნაჭრებზე.

შეგვიძლია გავაფორმოთ მოხალული ნუშით და ბაზილიკის ფოთლებით ან მიკრომწვანილებით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები