სტაფილო – 5 ცალი
ნიორი – 2 კბილი
ლიმონი – 1/2 ცალი
ხახვი – 1 ცალი
ჯანჯაფილი – 5 გრ.
ყაბაყი – 2 ცალი
ქარის პასტა – 1 ს.კ
ზეთი – 20 მლ.
წყალი – 200 მლ.
ქოქოსის რძე ან ნაღები – 100 მლ.
მოხარშული ლობიო – 100 გრ
დარიჩინი – 1 ჩხირი
ძირა – 1/3 ჩ.კ
მდოგვის ფხვნილი – 1/2 ჩ.კ
პაპრიკა – 1 ჩ.კ
კუსკუსი – 200 გრ.
იოგურტი – 60 გრ.
მარილი
ტაფაზე დავასხათ ზეთი და მოვშუშოთ ხახვი. დავუმატოთ ნიორი, გახეხილი ჯანჯაფილი და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. დავუმატოთ სუნელები და ქარის პასტა. 2-3 წუთის შემდეგ, დავუმატოთ დაჭრილი სტაფილო. სტაფილო რომ მოიშუშება დავუმატოთ ლობიო, დავასხათ წყალი და თავდახურულ ტაფაზე ვთუშოთ 6-7 წუთი. ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი ყაბაყი და ქოქოსის რძე.
გარნირად შეგვიძლია მოვამზადოთ კუსკუსი. კუსკუსს დავასხათ ცხელი წყალი და გავაჩეროთ 6-7 წუთი.