ავოკადოს პუდინგი

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 2

ავოკადოს პუდინგი

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

ავოკადოს კრემი

1 ავოკადო (აუცილებლად მწიფე, რბილი)

1 ჩკ კაკაო

1 სკ ნეკერჩხლის სიროფი (შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ თაფლით)

2 სკ ნუშის რძე (შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ წყლით)

1 სკ ლაიმის წვენი + ცედრა (შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ ლიმონით ან ფორთოხლით)

მწიკვი ჰიმალაის მარილი

1 სკ ქოქოსის ზეთი (გამდნარი)

 

ჩიას პუდინგი

3 სკ ჩია

1 ჭიქა ნუშის რძე (შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ წყლით)

 

გასაფორმებლად

2 სკ ჟოლო (შესაძლებელია გაყინულიც)

2 სკ თხილეული

1 სკ ნეკერჩხლის სიროფი

მომზადების ინსტრუქცია

ჩიას დაასხით სითხე და გააჩერეთ 5-10 წთ, შიგადაშიგ მოურიეთ, რომ სითხე შეიწოვოს.

ავოკადოს კრემის ინგრედიენტები დაატრიალეთ ჩოპერში, ბოლოს შეურიეთ ქოქოსის ზეთი.

პატარა ტაფაზე მოხალეთ თქვენი საყვარელი თხილეული, დაასხით ნეკერჩხლის სიროფი. მოურიეთ ისე, რომ თხილეულიკარგად ამოევლოს სიროფში.

ჭიქაში ან ქილაში ჩაასხით ჩია, მოაყარეთ ჟოლო, მოასხით ავოკადოს კრემი, მორთეთ კარამელიზირებული თხილეულითადა ლაიმის ცედრით.

შედგით მაცივარში 1 საათით.

 

სასარგებლო თვისებები:

ავოკადო მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, უჯრედისით, ვიტამინებით (ვიტამინი C, B5, B6, E), კალიუმით.

ჩია შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, ომეგა 3-, ანტიოქსიდანტებს, მინერალებსა და უჯრედისს.

გემრიელად მიირთვით და გისურვებთ ჯანმრთელობას.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები