გამომცხვარი ბოსტნეული ფხვიერი ცომით

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 2

გამომცხვარი ბოსტნეული ფხვიერი ცომით

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

ჭარხალი – 300 გრ.

ტკბილი წიწაკა – 150 გრ.

ლიმონი – 1 ცალი

ნაირფერი ჩერი პომიდორი – 70 გრ.

ბრუსელის კომბოსტო – 100 გრ.

ფქვილი – 150 გრ.

კარაქი – 130 გრ.

თეთრი ძმარი ბალზამიკო – 10 მლ.

მარილი – 2 გრ.

მომზადების ინსტრუქცია

ცომის მოსამზადებლად კარაქი და ფქვილი ერთად გავაფხვიეროთ. დავუმატოთ მარილი და ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ გავაბრტყელოთ საცხობ ფირფიტაზე და გამოვაცხოთ.

პარალელურად ტაფაზე მოვბრაწოთ სხვადასხცა ზომებად და ფორმებად დაჭრილი ბოსტნეული – ჭარხალი, რომელიც სასურველია წინასწარ გამოაცხოთ ან მოხარშოთ, ტკბილი წიწაკა, ლიმონის ნაჭრები, ჩერი პომიდვრები. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

როდესაც ფხვიერი ცომი გამოცხვება, დაფშხვენით და მოათავსეთ თეფშზე. ზემოდან მოაწყვეთ ფერადი დაბრაწული ბოსტნეული, სურვილისამებრ მოასხით ლიმონის წვენი ან თეთრი ბალზამიკოს ძმარი.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები