შვედური სენდვიჩის ტარტი Smörgåstårta

  • 4
  • 20 წუთი
  • მარტივი

შვედური სენდვიჩის ტარტი Smörgåstårta

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

8 ნაჭერი სენდვიჩის პური

200 გ ლაბნე ან ბერძნული იოგურტი

200 გ არაჟანი

1 ს/კ ლიმონის წვენი

2 კვერცხი

3 ღერო კამა + გასაფორმებლად

მარილი, პილპილი გემოვნებით

6 -8 მინი კიტრი

1 ავოკადო

2 ვარდისფერი პომიდორი

ჩერი პომიდვრები, ტკბილი წიწაკები და მიკრო მწვანილები გასაფორმებლად

მომზადების ინსტრუქცია

მოვხარშოთ კვერცხი. ჯამში ავურიოთ ლაბნე, არაჟანი, ლიმონის წვენი, დაჭრილი მოხარშული კვერცხი, კამა, მარილი და პილპილი.

სენდვიჩის პურს მოვაჭრათ ქერქი. ბოსტნეული დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ავაწყოთ ტარტი – პურებზე გავანაწილოთ ლაბნეს მასა, შემდეგ დაჭრილი ბოსტნეული და ასე გავაგრძელოთ 4 ფენა, დარჩენილი კრემით შემოვულესოთ გვერდები და მივაწებოთ კიტრის თხელი ნაჭრები, რომლებიც შეგვიძლია ბოსტნეულის სათლელით დავთალოთ.
გავაფორმოთ სასურველი ბოსტნეულით და მწვანილებით.

მირთმევამდე გავაგრილოთ მაცივარში 2-3 საათით.

მომზადების ეტაპები

მოვხარშოთ კვერცხი. ჯამში ავურიოთ ლაბნე, არაჟანი, ლიმონის წვენი, დაჭრილი მოხარშული კვერცხი, კამა, მარილი და პილპილი.
მოვხარშოთ კვერცხი. ჯამში ავურიოთ ლაბნე, არაჟანი, ლიმონის წვენი, დაჭრილი მოხარშული კვერცხი, კამა, მარილი და პილპილი.
სენდვიჩის პურს მოვაჭრათ ქერქი. ბოსტნეული დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ავაწყოთ ტარტი
სენდვიჩის პურს მოვაჭრათ ქერქი. ბოსტნეული დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ავაწყოთ ტარტი
პურებზე გავანაწილოთ ლაბნეს მასა, შემდეგ დაჭრილი ბოსტნეული და ასე გავაგრძელოთ 4 ფენა,
პურებზე გავანაწილოთ ლაბნეს მასა, შემდეგ დაჭრილი ბოსტნეული და ასე გავაგრძელოთ 4 ფენა,
დარჩენილი კრემით შემოვულესოთ გვერდები და მივაწებოთ კიტრის თხელი ნაჭრები, რომლებიც შეგვიძლია ბოსტნეულის სათლელით დავთალოთ. გავაფორმოთ სასურველი ბოსტნეულით და მწვანილებით. მირთმევამდე გავაგრილოთ მაცივარში 2-3 საათით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები