სტაფილო - 100 გრ.
კარაქი - 125 გრ.
შაქრის ფხვნილი -125 გრ.
ფქვილი - 130 გრ.
გამაფხვიერებელი - 5 გრ.
ნიგოზი - 60 გრ. (მოხალული)
კრემ-ყველი ან არაჟანი - 250 გრ.
კვერცხი - 3 ცალი
შაქრის ფხვნილი და კარაქი კარგად ავთქვიფოთ. თითო-თითოდ დავამატოთ კვერცხი, ისიც კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ საცერში გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ბოლოს დავამატოთ გახეხილი სტაფილო და გატარებული მოხალული ნიგოზი.
გადავურიოთ ხის კოვზით და მოვათვასოთ სასურველ ფორმებში. გამოვაცხოთ დაახლეობით 45 წუთი 165 გრადუსზე.
როცა გაგრილდება, შაქრის ფხვნილი და კრემ-ყველი ერთმანეთში გადავურიოთ და წავუსვათ სტაფილოს ნამცხვარს.