ჟოლოს მარტივი ნაყინი

  • 5 საათი
  • მარტივი
  • 4

ჟოლოს მარტივი ნაყინი

  • 5 საათი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

ჟოლო 500 გ.

ბანანი 2 ცალი

გაწურული მაწონი ან მცენარეული რძე (ვეგანური/სამარხვო ვარიანტისთვის) 3 – 4 ს.კ.

მომზადების ინსტრუქცია

ყველაზე მარტივი და ჯანსაღი ნაყინის მოსამზადებლად რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ, თუ თადარიგს დაიჭერთ და ხილს წინასწარ გაყინავთ.

ბანანი დაჭერით რგოლებად, ჩადეთ კონტეინერში ან პარკში და შეინახეთ საყინულეში რამდენიმე საათით ან ვიდრე სრულად არ გაიყინება. ჟოლოსაც ვყინავთ, მხოლოდ ეცადეთ, არ შეეწებოს ერთმანეთს, რომ შემდეგ პროცესორში მარტივად დატრიალდეს.

კარგად გაყინული ხილი მოათავსეთ კომბაინში, დაუმატეთ მაწონი და დამატკბობელი (მაგალითად თაფლი) სურვილისამებრ, თუმცა ამის გარეშეც ზომიერი სიტკბო აქვს.

ატრიალეთ რამდენიმე წუთი, ვიდრე მასა ერთგვაროვანი არ გახდება.

მიირთვით მომზადებისთანავე ან შეინახეთ საყინულეში 1 კვირამდე.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები