ბეზესთვის:
3 კვერცხის ცილა
150 გრ. შაქარი
მწიკვი მარილი
კრემისთვის:
არაჟანი 30 პროცენტიანი - 100 გრ.
შაქრის პუდრა - 50 გრ.
ვანილი - 1 შეკვრა ან 3-4 წვეთი ექსტრაქტი
მაყვალი - 70 გრ.
ბეზეს მომზადების წინ კვერცხი მაცივრიდან ნახევარი საათით ადრე გამოიღეთ, შემდეგ გამოაცალკევეთ გული და ცილა, ჯამში მოათავსეთ ცილა და მწიკვი მარილი. დაიწყეთ თქვეფა საშუალო სიჩქარეზე და თქვიფეთ მანამ, სანამ მასა თეთრი და ფაფუკი არ გახდება. შემდეგ ნელ-ნელა დამაატეთ შაქარი და განაგრძეთ თქვეფა. როდესაც მასა ჯამის ამობრუნებისას უმოძრაოდ იქნება, ეს ნიშნავს, რომ ბეზე მზად არის და ახლა მისი გამოცხობაღა დაგვრჩა.
გადავიტანოთ ბეზე საკონდიტრო ტომარაში და დავსვათ სასურველლი ფორმები. ბეზეს გამოცხობას საშუალოდ საათი და 30 წუთი სჭირდება დაბალ ტემპერატურაზე.
როდესაც ბეზე მომზადდება მოვამზადოთ კრემი. შეგიძლიათ გააკეთოთ არაჟნის ცივი კრემი 10 წუთში. ამისათვის სქელი, 30 პროცენტიანი არაჟანი გადათქვიფეთ შაქრის პუდრთან ერთად, დაამატეთ ვანილი და წაუსვით გამომცხვარ ბეზეს. დაამაატეთ მაყვალი და ზემოდან მეორე ფენა ბეზე დაადეთ.