მოცვის მუსი

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 2

მოცვის მუსი

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

მოცვი - 200 გრ.

ნაღები 35% - 120 გრ.

ჟელატინი - 5 გრ.

შაქარი - 110 გრ.

ვანილი - 1 შეკვრა

2 კვერცხის გული

მომზადების ინსტრუქცია

შაქრისა და წყლისაგნ მოამზადეთ სიროფი – შაქარი და წყალი დადგით საშუალო ცეცხლზე და როცა სიროფი მოყვითალო ფერს მიიღებს, დაასხით ის კვერცხის გულებს, თან თქვიფეთ ისე, რომ კვერცხისა და სიროფის მასა ფუმფულა და ჰაეროვანი გახდეს.

ცალკე ამოიყვანეთ ნაღები. ნაღების ამოყვანილ მასას შეურიეთ დაბლენდერებული მოცვი (თუ გინდათ, რომ მოცვის მასა წმინდა იყოს, ნაღებთან შერევამდე დაბლენდერებული მოცვი გადაწურეთ საწურზე).

ცალკე ჯამში ჩაასხით ცივი წყალი და დაალბეთ ჟელატინი, შემდეგ გადაიტანეთ პატარა ტაფაზე და დაბალ ცეცხლზე დადგით, მიიყვანეთ ადუღებამდე, ბოლოს კი  კვერცხის გულების და მოცვიანი ნაღების მასა გააერთიანეთ და დაამატეთ ჟელატინის მასა.

გაანაწილეთ ჭიქებში, გააცივეთ და გემრიელად მიირთვით!


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები