ცომის ინგრედიენტები:
250 გ ფქვილი
55 გ ზეთი
100 მლ თბილი წყალი
მწიკვი მარილი
ფქვილი სამუშაოდ
სხვა მასალა:
1 ს.კ ზეითუნის ზეთი
2 დიდი ხახვი
2 პრასი
50 მლ თეთრი ღვინო
100 გ არაჟანი
100 გ ყველი რიკოტა
მწიკვი მუსკატი
მწიკვი მარილი
მწიკვი შავი პილპილი
ფქვილი, ზეთი, წყალი და მარილი გააერთიანეთ, მოზილეთ ცომი, ვიდრე ერთგვაროვან გუნდას არ მიიღებთ. შეფუთეთ საკვებ პლასტიკში და დაასვენეთ 10 წუთი.
გააცხელეთ ღუმელი 240 გრადუსზე.
ხახვი გაჭერით ორად, დაჭერით ნახევარმთვარეებად. პრასი დაჭერით რგოლებად.
ცხელ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, დაყარეთ ხახვი და შუშეთ ვიდრე გამჭვირვალე არ გახდება. დაასხით ღვინო, დაელოდეთ აორთქლებას, დაუმატეთ პრასი, მარილი, პილპილი.
არაჟანი და რიკოტა აურიეთ, დაუმატეთ მწიკვი მარილი და დაფქული მუსკატის კაკალი.
გააბრტყელეთ ცომი თხლად ფქვილის დახმარებით, ფრთხილად გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე, რომელსაც წინასწარ დააფენთ საცხობ ქაღალდს. ცომს გადაუსვით არაჟნის მასა, მოაყარეთ ხახვი და პრასი, მოასხით ცოტა ზეთი და გამოაცხვეთ 13-15 წუთი.