350 გრ. ბროკოლი
100 გრ. ტაჰინი
100-150 გრ. წყალი
1 ჩ.კ. უცხო სუნელი
1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
½ ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
½ ჩ.კ. პაპრიკა
½ ჩ.კ. ჰიმალაის მარილი
1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
რამდენიმე წვეთი ზაფრანას ზეთი და მიკრომწვანილი (გასაფორმებლად, არ არის აუცილებელი ინგრედიენტი)
ბროკოლი გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 10-15 წუთი.
ვიდრე ბროკოლი ცხვება, მოამზადეთ ბაჟე. ფუდპროსესორში (ჩოპერში) დაატრიალეთ ბროკოლის და ზაფრანას ზეთისგარდა ყველა ინგრედიენტი. თუ მასა სქელია, დაამატეთ წყალი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე.
გამომცხვარი ბროკოლი დადეთ ღრმა თეფშზე და მოასხით ტაჰინის ბაჟე. დააწვეთეთ ზაფრანას ზეთი და მორთეთმიკრომწვანილით.
სასარგებლო თვისებები:
ბროკოლი – შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, ცილებს, რკინას, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ვიტამინებს A, C, E, K და B.
ტაჰინი – მოხალული სეზამის პასტა, რომელიც საოცარი გემოთი გამოირჩევა. განსაკუთრებით სახარბიელოამათთვის, ვისაც ალერგია აქვს თხილეულზე. ტაჰინი კარგი წყაროა: სასარგებლო ცხიმების, ცილების, ანტიოქსიდანტების, ფოსფორის, მარგანეცის და B ვიტამინის. ამიტომ, ის დადებითად მოქმედებს ძვალზე, ტვინზედა, ასევე, ენერგიის წარმოქმნაზე.
გემრიელად მიირთვით და გისურვებთ ჯანმრთელობას.