სალათა პომიდვრით და მარწყვით

  • 25 წუთი
  • მარტივი
  • 5

სალათა პომიდვრით და მარწყვით

  • 25 წუთი
  • მარტივი
  • 5

ინგრედიენტები

1 კგ პომიდორი (შერეულად ნაირფერი ჩერი, იუმი, ვარდისფერი პომიდორი)

300 გ მარწყვი

2 ც ავოკადო

200 გ პური

200 გ ბერძნული ყველი (ფეტა ან ჰალუმი)

10 გ მწვანე ხახვი

რამდენიმე ფოთოლი შაშკვლავი

1 ც ლაიმის წვენი

30 გ ზეითუნის ზეთი

დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

მარწყვი და პომიდვრები გავრეცხოთ და გავაშროთ. პომიდვრები დავჭრათ სხვადასხვა ფორმით – ზოგი კუბებად, ზოგი გრძივად ფორმებით, რომ სალათა ვიზუალურად უფრო საინტერესო გამოვიდეს. მარწყვიც დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.

დანაწევრებულ პურს შევწვათ ღუმელში ზეითუნის ზეთით და მარილით, სანამ ხრაშუნა არ გახდება. გრილის ტაფაზე კი, შევბრაწოთ ყველი ორივე მხრიდან.
ჯამში მოთავსებულ პომიდვრის და მარწყვის მიქსს, დავამატოთ სოუსი (ზეითუნის ზეთი, ლაიმის წვენი, მარილი და დაღერღილი წიწაკა) და დავაყოვნოთ 3 წთ.

პომიდვრის და მარწყვით მასა გადავიტანოთ თეფშზე, მოვაწყოთ დაჭრილი ავოკადო, შაშკვლავი, დაჭრილი მწვანე ხახვი, ყველი და ბოლოს ხრაშუნა პური.

გემრიელად მიირთვით!

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები