პლანტას საუზმე - ავოკადოს ნავები

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 1

პლანტას საუზმე - ავოკადოს ნავები

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 1

ინგრედიენტები

1 ავოკადო

2 კვერცხი

100 გ პომიდორი ჩერი

მარილი, პილპილი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

კამა სერვირებისთვის

მომზადების ინსტრუქცია

გავაცხელოთ ღუმელი 190 გრადუსზე.
მწიფე ავოკადო გავჭრათ ორად და ამოვაცალოთ კურკა.
კოვზით ამოვიღოთ რბილობის ნაწილიც, კვერცხი რომ კარგად მოთავსდეს.
მორჩენილი რბილობით მოვამზადოთ სალათა - შევურიოთ დაჭრილ ჩერი პომიდორს და შევაზავოთ გემოვნებით ზეთით და ძმრით.

ავოკადოს ნავებში ჩავსვათ კვერცხი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ღუმელთან თავსებადი ყალიბით შევდგათ გამოსაცხობად, საშუალოდ 10 წუთით, გააჩნია რა დონემდე შემწვარი კვერცხი მოგწონთ.

გამოვიღებთ ავოკადოს ნავებს და მოვაყრით კამას. მივირთმევთ ჩერი პომიდვრის სალათასთან ერთად.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები