3 კვერცხი
200 გ ნაირფერი ჩერი
100 გ ხაჭო
70 გ იმერული ან ნაკლებ მარილიანი ქარხნის ყველი
2 ღერო მწვანე ხახვი
მარილი, პილპილი გემოვნებით
გავაცხელოთ ღუმელი 190 გრადუსზე.
გავრეცხოთ და პატარა კუბებად დავჭრათ ჩერი პომიდორი.
პატარა კუბებად დავჭრათ ყველიც.
ბლენდერის ჭიქაში მოვათავსოთ ხაჭო და კვერცხი, დავატრიალოთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.
ჯამში ავურიოთ კვერცხის მასა, დაჭრილი ჩერი, ყველი, დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი.
მაფინის ყალიბებს წავუსვათ ზეთი.
მასა გავანაწილოთ 6-7 ყალიბში. გამოვაცხოთ 20 წუთი ან მზადყოფნამდე.
სურვილისამებრ მოვრთოთ მიკრო მწვანილით.