პლანტას საუზმე - ტოსტადა სიმინდით და კვერცხით

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 2

პლანტას საუზმე - ტოსტადა სიმინდით და კვერცხით

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

4 ცალი ლავაში ან ტორტია

50 გ კარაქი

10 მლ ზეთი

1,2 ცალი ნედლი სიმინდი

3 კვერცხი

30 გ პარმეზანი

მარილი, პილპილი

2 ღერო მწვანე ხახვი

1 ლაიმი

მომზადების ინსტრუქცია

სიმინდი შევწვათ გახურებულ კარაქიან ტაფაზე, დავამატოთ ზეთიც, კარაქი რომ არ დაიწვას. სასურველია გამოვიყენოთ გრილის ტაფა. 
სიმინდი შევაგრილოთ და დანით ჩამოვათალოთ მარცვლები.

ლავაში გავხუხოთ წინასწარ, 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 7-8 წუთი.

კვერცხი შევწვათ კარაქში, დაბალ ცეცხლზე, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, გადმოვიტანოთ თასში, დავახეხოთ ყველი, ჩავყაროთ სიმინდი, ამოვურიოთ და გავანაწილოთ ლავაშებზე. მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი და მოვასხათ ლაიმის წვენი.

 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები