2 კვერცხი
30 გ შაქარი
150 გ მაწონი + ¼ ჩ.კ სოდა
140 გ ფქვილი
½ ჩ.კ საცხობი პუდრი (გამაფხვიერებელი)
15 გ ზეთი
1 ლაიმის ცედრა
1 ჭიქა მოცვი
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით.
მაწონს შევურიოთ სოდა და დავამატოთ კვერცხში, ავურიოთ.
ფქვილი და საცხობი პუდრი ავურიოთ და ჩავყაროთ კვერცხიან მასაში, გადავურიოთ კარგად, ბოლოს ვასხამთ ზეთს და ვახეხავთ ცედრას.
მოცვის ნაწილი ჩანგლით დავჭყლიტოთ და შევურიოთ ცომს, მთელ ნაყოფთან ერთად.
კარგად გახურებულ უკრავ ტაფაზე შევწვათ მაჭკატები ორივე მხრიდან, დაბალ ცეცხლზე. ძალიან ფაფუკი და არომატულია.
გემრიელად მიირთვით!