2 ბრინჯის ფურცელი
½ ნიახურის ღერო, გრძლად დაჭრილი
½ სტაფილო, გრძლად დაჭრილი
¼ ავოკადო, გრძლად დაჭრილი
¼ ტკბილი წიწაკა
შაშკვლავის ფოთლები
მწიკვი ჰიმალაის მარილი
1-2 ჩკ მიწის თხილის ან ნებისმიერი სხვა თხილის კარაქი
სოიოს სოუსი
ბოსტნეული გარეცხეთ და გრძლად დაჭერით. ბრინჯის ფურცელი დაასველეთ და დადეთ მაგიდაზე, დარბილდება და ადვილად გადაიხვევა. ბრინჯის ფურცელს დაუფინეთ შაშკვლავის ფოთლები, წაუსვით თხილის კარაქი და ჩადეთ ბოსტნეული, მოაყარეთ მარილი. გადაახვიეთ ტოლმასავით. მზა როლი შუაში გაჭერით და მირთმევისას ჩააწეთ სოიოს სოუსში.
ეს კერძი შეიძლება იყოს საუზმეც, ლანჩიც და აპეტაიზერიც. შეგიძლიათ, ბავშვებს გაატანოთ სკოლაში.
გემრიელად მიირთვით და გისურვებთ ჯანმრთელობას.