ცომისთვის:
200 გ ფქვილი
100 გ კარაქი
2 მწიკვი მარილი
¼ ცივი წყალი
გულსართი:
200 გ ნადუღი
150 გ არაჟანი
½ ჩ.კ მარილი
½ ჩ.კ ხმელი ბაზილიკი
½ ლიმონის წვენი და ცედრა
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ახალდაფქული შავი პილპილი
300 გ კიტრი
200 გ ჩერი პომიდორი
სხვადასხვა ბოსტნეული სურვილისამებრ
ცოცხალი შაშკვლავი ან რეჰანი
ვიწყებთ ცომის მომზადებით - ფქვილს, კუბებად დაჭრილ ცივ კარაქს, მარილს ვურევთ ფხვიერი მასის მიღებამდე, ხელით ან კომბაინში. ვამატებთ წყალს და სწრაფად ვკრავთ ცომს, არ ვზელთ. შეფუთულს ვინახავთ მაცივარში 20 წუთით.
ვაცხელებთ ღუმელს 190 გრადუსზე. ცომს ვაბრტყელებთ ფქვილის დახმარებით, ჩავდებთ ტარტის ყალიბში, კარგად მოვარგებთ და ჩავტკეპნით, ძირს დავუჩხვლეტთ ჩანგლით, დავაფარებთ საცხობ ქაღალდს და დავაყრით სიმძიმეს - მარცვლეულს ან ბურღულეულს, ასე ვაცხობთ 15 წუთი, შემდეგ ავაცლით სიმძიმეს და ქაღალდს და ვაგრძელებთ ცხობას კიდევ 20 წუთი ან ვიდრე ოქროსფერი არ გახდება.
სანამ ტარტის ძირი გრილდება, მოვამზადოთ ნადუღის გულსართი - ნადუღი და არაჟანი ავურიოთ კარგად, დავუმატოთ მარილი, ბაზილიკი, ლიმონის ცედრა და წვენი, ავურიოთ.
დავჭრათ ბოსტნეული სასურველი ზომის ნაჭრებად, კიტრი დავთალოთ ბოსტნეულის სათლელით.
ნადუღის მასა გავანაწილოთ ტარტის ძირზე, დავალაგოთ ბოსტნეული, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მოვასხათ ზეთი და გემრიელად მივირთვათ.