550 გ ჩერი პომიდორი
1 ც წითელი ცხარე წიწაკა
1 ც წითელი ტკბილი წიწაკა
რუკოლა
ქეილი
1 კბილი ნიორი
ოსპის მოსამზადებლად:
250 გ წითელი ოსპი
1 ც ლიმონი
25 გ კარაქი
ბეგქონდარა
შავი პილპილი
დაფნის ფოთოლი
ჩერი პომიდვრის სალათა წითელი ოსპით მდიდარია მცენარეული პროტეინით.
კარგად გაცხელებულ ტაფაზე ვათავსებთ კარაქს, შავ პილპილს, დაფნის ფოთოლს და ბეგქონდარას. ვამატებთ კარგად გარეცხილ ოსპს და ვთუშავთ ხშირი მორევით დაბალ ცეცხლზე 5-6 წთ. შემდეგ ვამატებთ ლიმონის წვენს და 100 მლ წყალს. სითხე როგორც კი ამოშრება (არ უნდა ჩაიხარშოს, ოსპი უნდა დარჩეს განცალკავებული), ვახურავთ თავსახურს და ვტოვებთ ასაფუებლად.
ვჭრით სასურველ ზომებად ბოსტნეულს, ვამატებთ მომზადებულ ოსპს და მარილს.
გემრიელად მიირთვით