4-5 ც. სხვადასხა სახეობის პომიდორი
4-5 ც. მინი კიტრი
4 ც. ბოლოკი
1/2 წითელი ხახვი (დიდი ზომის)
3 ც. მწვანე წიწაკა
2 კბილი ნიორი
3-4 სკ კახური ზეთი
2-3 სკ ღვინის ძმარი
მწვანე ქინძი
ტარხუნა
რეჰანი
50 გ შებოლილი სულგუნი
ჭარხლის მწვანე ფოთლები (რამდენიმე ღერო)
70 გ გატარებული ნიგოზი (რამდენიმე ლებანი სერვირებისთვის
დაჭრილ ბოსტნეულს ვათავსებთ თასში, ვამატებთ დაჭრილ მწვანილსა და სულგუნს, გატარებულ ნიგოზს, კახურ ზეთში წინასწარ დამარინადებულ ხახვს, ძმარს და კარგად ვურევთ. ვასერვირებთ ნიგვზის ლებნებითა და ტარხუნის ქორფა ფოთლებით.