ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი "დოფინუა"

  • 90 წუთი
  • მარტივი
  • 6

ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი "დოფინუა"

  • 90 წუთი
  • მარტივი
  • 6

ინგრედიენტები

1,5 კგ. კარტოფილი

800 მლ. რძე

300 მლ. ნაღები (23-35%)

1 კბილი ნიორი

მარილი

პილპილი

⅓ ჩ.კ. მუსკატი

50 გრ. კარაქი

მომზადების ინსტრუქცია

ფრანგული გასტრონომიის ტრადიციული კერძი კარტოფილი ა ლა დოფინუაზ – იდეალური გარნირი ან დამოუკიდებელი კერძია.

კარტოფილი გათალეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად, დაახლობით 3 მმ-ზე. მოზრდილ ქვაბში მოათავსეთ კარტოფილი, რძე, ნაღები, დანაყილი ნიორი, მარილი, ახალდაფქული შავი პილპილი, დაფქული მუსკატის კაკალი. შემოდგით ცეცხლზე და ხარშეთ მზადყოფნამდე. 

გააცხელეთ ღუმელი 150 გრადუსზე. მოხარშული კარტოფილი თავისი სითხით გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ყალიბში, დაადეთ კარაქის კუბები და გამოაცხვეთ 45-60 წუთი. ბოლო 10 წუთი აუწიეთ სიმხურვალეს 210 გრადუსამდე, ზედაპირი რომ შეწითლდეს. გემრიელი დოფინუას საიდუმლო სწორედ ღუმელში დიდი ხანი ცხობაა. შესაძლებელია წინა დღით მომზადება და მეორე დღის ვახშმისთვის ისევ ღუმელში შეთბობაც.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები