ავოკადოს და ნიახურის სენდვიჩი

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 2

ავოკადოს და ნიახურის სენდვიჩი

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

1 ავოკადო

1 კვერცხი

4-5 ნიახურის ღერო

2 ს.კ გაწურული მაწონი ან ლაბნე

½ ჩ.კ. დიჟონის მდოგვი

¼ ლიმონის წვენი

მარილი, პილპილი გემოვნებით

სალათის ფოთლები და მიკრო მწვანილი სურვილისამებრ

4 ნაჭერი პური

მომზადების ინსტრუქცია

მოვხარშოთ კვერცხი, ვადუღოთ 8-10 წუთი, გავავლოთ ცივ წყალში და გავფცქვნათ. დავჭყლიტოთ ჩანგლით. 

მწიფე ავოკადო გავჭრათ ორად, ამოვაცალოთ კურკა და გავფცქვნათ, დავჭყლიტოთ ჩანგლით კვერცხთან ერთად. შევურიოთ წვრილად დაჭრილი ნიახური, მაწონი, მდოგვი, მარილი და ახალდაფქული პილპილი. მოვაწუროთ ლიმონის წვენი. კარგად ავურიოთ ყველა ინგრედიენტი.

გაცხელებულ პურს დავადოთ სალათის ფოთოლი, შემდეგ გავანაწილოთ ავოკადოს მასა და დავაწყოთ მიკრო მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები