მარწყვის და სატაცურის სალათა

  • 20 წუთი
  • მარტივი

მარწყვის და სატაცურის სალათა

  • 20 წუთი
  • მარტივი

ინგრედიენტები

400 გ სატაცური

300 გ მარწყვი

100 გ მოცარელას ბურთები ან კუბებად დაჭრილი ჭყინტი სულგუნი

20 გ შაშკვლავი

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

½ ლიმონი

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

ვიწყებთ სატაცურის მოწალვით - სამ ნაწილად დაჭრილ სატაცურს, ვათავსებთ მდუღარე წყალში, ვადუღებთ 3 წუთი და  გადმოგვაქვს ცივი წყლით სავსე ჯამში. შევაშროთ ქაღალდზე. 

მარწყვს ვასუფთავებთ ყუნწებისგან და ვჭრით 4 ნაწილად.

სერვირების თეფშზე დავალაგოთ სატაცური, მარწყვის ნაჭრები, შაშკვლავის ფოთლები და მოცარელა, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, შემდეგ მოვასხათ ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები