ყვავილოვანი კომბოსტოს შქმერული

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 6

ყვავილოვანი კომბოსტოს შქმერული

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 6

ინგრედიენტები

გამომცხვარი კომბოსტო

1 ც. ყვავილოვანი კომბოსტო

40 გ მარილი

2 ლ წყალი

50 გ ზეთი

 

შქმერულის სოუსი

1 თავი ნიორი

1 თავი შავი ნიორი (თუ არ გაქვთ შავი ნიორი გამოიყენეთ 1 ც. ფინიკი)

100 გ პარმეზანი

100 გ კარაქი

50 გ თეთრი მშრალი ღვინო

500 გ 10%-იანი ნაღები 

მარილი

ლიმონის წვენი

 

მომზადების ინსტრუქცია

გამომცხვარი კომბოსტო

წყალში გახსენით მარილი და მოათავსეთ ხსნარში მთლიანი კომბოსტო მინიმუმ 12 საათი, შეინახეთ მაცივარში (ასე კომბოსტო თანაბრად შეიწოვს მარილს და უფრო გემრიელი და წვნიანი იქნება, თუმცა შეგიძლიათ ეს ეტაპი გამოტოვოთ და პირდაპირ მოაყაროთ მარილი).  შემდეგ,  მხოლოდ მაგარი ნაწილი მოხარშეთ ორთქლზე დაახლოებით 8-10 წუთი. გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე, წაუსვით ზეთი და გამოაცხვეთ ღუმელში გაოქროსფერებამდე. დროდადრო გადაუსვით ზეთი. 

 

შქმერულის სოუსი

ნიორი გახეხეთ და მოშუშეთ ნახევარ კარაქში, დაასხით ღვინო, ალკოჰოლი რომ აორთქლდება დაამატეთ ნაღები, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ კარაქი და გახეხილი პარმეზანი, გადმოდგით ცეცხლიდან და ურიეთ. სასურველი გემოს მისაღებად  დაამატეთ მარილი და ლიმონის წვენი. 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები