მწვანე აჯიკა

  • 20 წუთი
  • მარტივი

მწვანე აჯიკა

  • 20 წუთი
  • მარტივი

ინგრედიენტები

150 გ მწვანე ცხარე წიწაკა (მათ შორის ერთი ჰალაპენიო)

100 გ ფეიხოა

50 გ ტაჰინი

1 კბილი ნიორი

1 ჩ.კ. ხმელი ქინძი

1 ჩ.კ. უცხო სუნელი

1 ჩ.კ. მარილი

მომზადების ინსტრუქცია

წიწაკა გაჭერით შუაზე და გაასუფთავეთ თესლებისგან. დაჭერით დიდ ნაჭრებად და დააქუცმაცეთ კომბაინში ყველა ინგრედიენტთან ერთად, ერთიანი მასის მიღებამდე. ჩაასხით ქილაში და შეინახეთ მაცივარში. 

მწვანე აჯიკა შეგიძლიათ გაურიოთ მაიონეზს, ტაჰინს ან ზეითუნის ზეთს და ძალიან არომატულ დრესინგს მიიღებთ. იდეალურია საკვებში გამოსაყენებლადაც. ფეიხოა ანეიტრალებს სიცხარეს, ამიტომ მწვანე აჯიკა პურზე გადასმულიც შეგიძლიათ მიირთვათ.
 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები