450გ მარწყვი
50გ შავი შოკოლადი (ან 100% კაკაოს მასა, რომელიც არ შეიცავს არც რძის პროდუქტს და არც შაქარს)
20გ ქოქოსის ზეთი
მოსართავად (სურვილისამებრ)
1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მოხალული თხილი, ნუში, ნიგოზი ან კაკაოს ნატეხები
შოკოლადი და ქოქოსის ზეთი გაალღვეთ ორთქლზე, კარგად ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მარწყვი დაიჭირეთ ყუნწით და ამოავლეთ შოკოლადში, დადეთ საცხობ ქაღალდზე, რომ გაციების შემდეგ ადვილად აიღოთ. შეგიძლიათ შოკოლადში ამოვლებისთანავე, ჩააწოთ თხილეულის, ან კაკაოს ნატეხებში.
ამოვლებული მარწყვი 10-15 წუთით შედგით მაცივარში, რომ შოკოლადი გამაგრდეს.
მარწყვი დაბალკალორიული, ვიტამინებით გაჯერებული კენკრაა. მასში განსაკუთრებით უხვადაა C ვიტამინი, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და აჯანსაღებს კანს. შეიცავს დიდი ოდენობითა უჯრედისს და ანტიოქსიდანტებს. მარწყვის ნახშირწყლები ძირითადად უჯრედისი და მარტივი შაქარია, ამიტომ მისი გლიკემიური ინდექსი დაბალია, რაც სისხლში შაქრის დონეს მაღლა არ წევს.